3 რამ რაც უნდა ვიცოდეთ პროდუქტის განთავსებისას

როგორ წარმოაჩინოთ თქვენი ბრენდი და პროდუქტი საუკეთესო რჩევები.
გამოხმაურება
FGG
Site Admin
პოსტები: 8
გაწევრიანდა: პარ მარ 17, 2017 7:38 am

ორშ მარ 27, 2017 7:39 am

მოგესალმებით,ამ პოსტში თქვენ შეიტყობთ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩვენს მიერ განთავსებული ნივთი პროდუქტის გვერდზე,რომ მაქსიმალურად მოვხიბლოთ მყიდველი ჩვენი პროდუქციით.




1.პროდუქტის მთავარი ფოტო

მაქსიმალურად ეცადეთ პროდუქტის მთავარი ფოტო იქცევდეს ყურადღებას,რადგან მყიდველი უმეტესად მთავარი ფოტოთი იხიბლება,მთავარი ფოტოდან გადადის პროდუქტის გვერდზე, რომელსაც მთავარ,კატეგორიის ან სხვა გვერდებზე ხედავს.
სურათი
მთავარ ფოტოზე ასევე ეცადეთ ჩანდეს ნივთი სრულად ან 70-100%-ით.
2.დამატებითი ფოტოები+პრომო ტექსტი+მოკლე აღწერა

დამატებითი ფოტოები

დამატებითი ფოტო აუცილებელია მყიდველისთვის,ეს ეხმარება მომხმარებელს კიდევ უფრო დეტალურად დაათვალიეროს ნივთი და მეტად მოიხიბლოს თქვენი პროდუქტით.შეეცადეთ დამატებითი ფოტოებით მომხმარებელმა სრულად,ყველა მხრიდან შეძლოს ნივთის დათვალიერება.
პრომო ტექსტი

Gamoiwere არ არის პრომო აქციების,ფასდაკლებების საიტი,ეს არის შემოქმედებითი ონლაინ ბაზარი ხელოვანი და კრეატიული ადამიანებისთვის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ფასადკლების ან პრომო აქტივობას. პრომო ტექსტის შერჩევისას იფიქრეთ თუ რა სურს ყველაზე მეტად მიიღოს თქვენგან ,რომელიც მყიდველს აუცილებლად დაამახსოვრდება და თქვენ შეიძენთ დამატებით ერთგულ კლიენტს(ერთგული კლიენტი კი ყოველთვის რეკომენდაციას გაგიწევთ) ერთგული მომხმარებელი წარმატებისათვის აუცილებელი და განუყოფელი ნაწილია.
მოკლე აღწერა

აქ მაქსიმალურად მოკლედ,მაგრამ დეტალურად აღწერეთ ნივთის უპირატესობა,მასალა,ტექნიკა რაც დააინტერესებს მომხმარებელს,რომ შეიტყოს უფრო მეტი ამ ნივთის შესახებ მაქსიმალურად მოკლედ და მარტივად.
ასე უნდა გამოიყურებოდეს დამატებითი ფოტოები+პრომო ტექსტი+მოკლე აღწერა პროდუქტის გვერდზე:
დამატებითი ფოტოები - დიდი ფოტოს ქვევით
პრომო ტექსტი- სტაფილოსფრად(შეგიძლიათ ნებისმიერი ფერი აირჩიოთ) სათაურის ქვევით
მოკლე აღწერა- პრომო ტექსტის ქვევით.
სურათი

აღწერა

რა დატვირთვა აქვს პროდუქტის დეტალურ აღწერას?
-მყიდველი ნივთის გვერდზე შესვლისას მაქსიმალურად ცდილობს შეიტყოს დეტალური ინფორმაცია ნივთის შესახებ,საიტზე განთავსებული ნივთების შეძენა მომხმარებელს მხოლოდ საიტით შეუძლია, მყიდველს არ აქვს პირდაპირი თუ ირიბი შეხება თქვენს ნივთთან, ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად დაახასიათოთ და აღწეროთ გასაყიდი ნივთი,რომ მომხმარებელი დაარწმუნოთ ამ ნივთის შეძენის აუცილებლობაში. აქედან გამომდინარე აღწერისას ეცადეთ მაქსიმალურად დეტალურად აღწეროთ კონკრეტულად ნივთი, რაში გამოიყენება ეს ნივთი,რა უპირატესობა აქვს,რატომ იყიდოს თქვენგან და არა მსგავსი ნივთი სხვისგან, ზოგადად შეგიძლიათ დაწეროთ ბევრი დეტალი რომლის წაკითხვის შემდეგ მყიდველი გადაწყვეტს შეიძინოს ნივთი საიტზე.
სურათი
ჩვენ საიტს ყოველთვიურად 30,000 ზე მეტი ვიზიტორი ათვალიერებს,რაც სრულიად საკმარისია წარმატებული გაყიდვებისათვის,საიტის გახსნიდან დღემდე(27/03/17) 400 ზე მეტი მაღაზია გაიხსნა Gamoiwere ზე. ეცადეთ იყოთ გამორჩეული და გქონდეთ გამორჩეული პროდუქცია რომ მოხიბლოთ მომხამრებელი თქვენი პროდუქციით.
-"ფოტოები"-აქვე დავამატებ რომ ეცადეთ მაქსიმალურად ნათელი ფერები,დღის შუქზე გადაღებული ფოტოები განათავსოთ,რომ მომხმარებელმა მხოლოდ ნივთის დათვალიერებითაც სიამოვნება მიიღოს.
საჩვენებელი პროდუქტი: http://gamoiwere.ge/decorations/geometriuli-dakide...

მადლობა,ყველას ვინც წაიკითხეთ ეს პოსტი.კარგი იქნება თუ თქვენც გაუზიარებთ ამ პოსტს,გამოცდილებას სხვა გამყიდველებს.
ასევე გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე კარგი რჩევები,რაც დაეხმარება ყველა გამყიდველს.


ეს ყველაფერი რაც მე გაგიზიარეთ არის ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე,ვფიქრობ ყველასთვის კარგი იქნება ამ დეტალების გათვალისწინება.

nana123
პოსტები: 10
გაწევრიანდა: სამ ივნ 13, 2017 9:20 am

პარ ივნ 16, 2017 7:54 am

These are very interesting.









แทงบอล maxbet

მომხმარებლის ავატარი
lasha
პოსტები: 6
გაწევრიანდა: ხუთ აპრ 13, 2017 2:25 pm

პარ ივნ 16, 2017 8:09 am

wanda wrote:
ხუთ ივნ 15, 2017 8:47 am
მე ვარ დაინტერესებული ამ საკითხზე




გამარჯობა, კონკრეტულად რა გაინტერესებთ დასვით კითხვა და გიპასუხებთ





แทงบอล maxbet

noname003
პოსტები: 5
გაწევრიანდა: სამ თებ 13, 2018 4:21 am

სამ თებ 13, 2018 4:32 am


გამოხმაურება
  • იფნორმაცია
  • ვინ არის ონლაინში

    წევრები,რომლებიც ათვალიერებენ ამ ფორუმს: არ არის რეგისტრირებული მომხმარებელი და 1 სტუმარი