ელექტრონული კომერციის ტიპები

გამოხმაურება
FGG
Site Admin
პოსტები: 8
გაწევრიანდა: პარ მარ 17, 2017 7:38 am

ხუთ ოქტ 12, 2017 9:14 am

სურათი
ელექტრონული კომერციის ძირითადად განსხვავებული ტიპებია:

ბიზნესი ბიზნესზე (B2B):
ბიზნესის ელექტრონული კომპანია მარტივად განიმარტება, რაც კომპანიებს შორის ბიზნესს გულისხმობს. ეს არის ელექტრონული კომერციის ტიპი, რომელიც ბიზნეს კომპანიებს შორის ურთიერთობებითა და საქმიანობებით გამოისახება. ელექტრონული კომერციის დაახლოებით 80 % ამ ტიპისაა და უმრავლესობა ექსპერტებისა თვლის, რომ ეს ტიპი უფრო და უფრო სწრაფად გაიზრდება ვიდრე „ბიზნესი მომხმარებლისათვის“ (B2C) სეგმენტი. B2B – ს გააჩნია ორი ძირითადი კომპონენტი: ელექტრონული ინფრასტრუქტურა (e-infrastructure) და ელექტრონული ბაზარი (e-markets).[4]

სურათი

ბიზნესი მომხმარებლებისათვის (B2C):
„ბიზნესი მომხმარებლებისათვის“ (B2C) ელექტრონული კომერცია ანუ სავაჭრო ურთიერთობები ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის, მოიცავს კლიენტებზე ინფორმაციის შეგროვებას; ფიზიკური საქონლით ვაჭრობას (უფრო ზუსტად, მატერიალური ღირებულებით, როგორიცაა წიგნი და სხვა მოხმარებადი საქონელი) ან საინფორმაციო საქონელი (ელექტრონული ან ციფრული მატერიალების შემცველი საქონელი, როგორიცაა: Software, e-books) და ასევე საინფორმაციო საქონელისთვის მიღებულ პროდუქტებს ელექტრონული ქსელის მეშვეობით. ეს არის სიდიდით მეორე და უმარტივესი კომერციის ფორმა ელექტრონულ კომერციაში.

სურათი

ბიზნესი მთავრობაზე (B2G):
„ბიზნესი მთავრობაზე“ ელექტრონული კომერცია ანუ B2G ზოგადად აღნიშნავს კომერციის ფორმას კომპანიასა და საჯარო სექტორს შორის. ეს მოიცავს ინტერნეტის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვებს, სალიცენზიო პროცედურებს და სხვა მთავრობასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ამ ტიპის ელექტრონულ კომერციას ორი მახასიათებელი აქვს: პირველი, საჯარო სექტორი თავის თავზე იღებს პილოტის/წამყვანის როლს ელექტრონული კომერციის დაფუძნებაში; მეორე, მიიჩნევა, რომ სახელმწიფო სექტორს გააჩნია უდიდესი საჭიროება ელექტრონული შესყიდვების სისტემის უფრო ეფექტურობის მისაღწევად. ვებ გვერდებზე დაფუძნებული სავაჭრო პოლიტიკა ზრდის ამ პროცესების უზრუნველყოფის გამჭირვალობას (და დარღვევების რისკს მკვეთრად ამცირებს). დღესდღეობით, თავის მხრივ ამ ტიპის კომერციის წილი ელექტრონული კომერციის მთელ სექტორში ძალზედ მცირე და უმნიშვნელოა, ამრიგად, სახელმწიფოს ელექტრონული შესყიდვების სისტემა კვლავ განუვითარებელი რჩება.

სურათი
მომხმარებელი მომხმარებელზე (C2C):
"მომხმარებელი მომხმარებელზე" ელექტრონული კომერცია ანუ მარტივად C2C არის სავაჭრო ურთიერთობები კერძო ინდივიდებს ანუ მომხმარებლებს შორის. ამ ტიპის ელექტრონული კომერცია ხასიათდება ელექტრონული ბაზრებისა და ონლაინ აუქციონების რაოდენობის ზრდით, განსაკუთრებით ინდუსტრიის ვერტიკალურ არეალში, სადაც ბიზნესებსა და ფირმებს შეუძლიათ ფასის შეთავაზება თავისი სურვილის შესაბამისად მრავალ მომწოდებელს შორის. ამას შესაძლოა გააჩნია უდიდესი პოტენციალი ახალი ბაზრების განვითარებისა.

C2C ტიპის ონლაინ პლატფორმა საქართველოში : www.Gamoiwere.ge

სურათი
მობილური კომერცია (m-commerce):
მობილური კომერცია (m-commerce) არის საქონლისა და მომსახურების ყიდვა/გაყიდვა უკაბელო (wireless) ტექნოლოგიების მეშვეობით.[5] მაგალითად პორტატული მოწყობილობები, როგორიცაა ფიჭური ტელეფონები, პერსონალური ციფრული დამხმარეები (PDAs). იაპონია მიჩნეულია კომერციის ამ სექტორის ლიდერ ქვეყანად. შინაარსის მიწოდება უკაბელო მოწყობილობებით უფრო სწრაფი, უსაფრთხო და მაშტაბური ხდება. ბევრს სწამთ, რომ მობილური კომერცია გადააჭარბებს კაბელით დამყარებულ ელექტრონულ კომერციას, როგორც ციფრული სავაჭრო ოპერაციების არჩევის მეთოდი. ეს რწმენა შესაძლოა სამართლიანი იყოს აზია – წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, სადაც უფრო მობილური კომერციის მომხმარებლები არიან, ვიდრე ინტერნეტის მომხმარებლები.[6]

totti
პოსტები: 22
გაწევრიანდა: ორშ თებ 19, 2018 8:53 am

ოთხ მარ 07, 2018 5:08 am

1 entrepreneur with entrepreneur
2 operators with consumers
3 operators with government sector
4 consumers and consumers
5 public sector with public
6 state and state together



สมัคร ibcbet

გამოხმაურება
  • იფნორმაცია
  • ვინ არის ონლაინში

    წევრები,რომლებიც ათვალიერებენ ამ ფორუმს: არ არის რეგისტრირებული მომხმარებელი და 1 სტუმარი