გვერდი 1 of 1

რომელი სოციალური ქსელი გამოვიყენოთ ჩვენი მაღაზიის და პროდუქტისთვის ?

დაიპოსტა: ოთხ აპრ 05, 2017 9:12 pm
by FGG
სურათი
Facebook
საქართველოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს წარმოადგენს Facebook,რომელსაც იყენებს ყველაზე მეტი ადამიანი და არამხოლოდ. Facebook ზე პირველ რიგში სასურველია გქონდეთ გვერდი შექმნილი თქვენი მაღაზიისთვის,ბრენდისთვის,წარმოებისთვის ან ...
როგორ გამოვიყენოთ Facebook Page ჩვენი პროდუქციისთვის ?
Facebook ზე თქვენ შეგიძლიათ თქვენი პროდუქცია წამოაჩინოთ როგორც: ფოტო,ლინკი,ვიდეო. ეს არის 3 ძირითადი.
ფოტო
სასურველია დავპოსტოთ საინტერესო,მიმზიდველი და ლამაზი ფოტო თქვენს გვერდზე,აუცილებელია დაწეროთ მოკლე ტექსტი ფოტოს შესახებ ან ნივთის,ან გააცანით მოკლე ამბავი ამ ნივთის შესახებ. იმისათვის რომ ამ ფოტოდან თქვენმა მომხმარებელმა შეიტყოს მეტი ამ ნივთის შესახე,ან შეიძინოს ეს ნივთი თქვენ უნდა გადაამისამართოთ ის თქვენს ონლაინ მაღაზიაში,ან პროდუქტის გვერდზე. პოსტში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი მაღაზიის ლინკი + პროდუქტის ლინკი,რომ მომხმარებლებმა შეძლოთ თქვენს მაღაზიაში გადასვლა.
ლინკი
ლინკის გაზიარება Facebook გვერდზე არის #1 და საუკეთესო ხერხი რათა მომხმარებელი პირდაპირ მოხვდეს თქვენი პროდუქციის გვერდზე ან მაღაზიაში. აიღეთ ლინკი თქვენი პროდქუტის გვერდიდან ან მაღაზიიდან,გააზიარეთ Facebook ზე სადაც ასევე დაუმატეთ ლამაზი ფოტო და პრომო ტექსტი რაც დააინტერესებს თქვენს მომხმარებლებს და უბიძგებს ამ ნივთის დეტალურად დათვალიერებისთვის. სასურველია გამოვიყენოთ #თაგები.
ვიდეო
ყველა Facebook ის მომხმარებელს ძალიან უყვარს საინტერესო,კრეატიული და სხვა მსგავსი ვიდეოები. კარგი ხერხია ვიდეო რომელშიც იქნება ამ პროდუქტის დამზადების პროცესი ან თუნდაც ნივთის მოკლე ვიდეო რომელიც სრულად აღწერს ამ ნივთს. ვიდეოს ატვირთვისას პოსტში აუცილებლად მიუთითეთ ამ ნივთის ლინკი და თქენი მაღაზიის ლინკი,რომ ვიდეოს ნახვის შემდეგ გადავიდეს მომხმარებელი ამ ნივთის გვერდზე.
და ბოლოს
აუცილებლად გადაამოწმეთ მითითებული გაქვთ თუ არა თქვენი მაღაზიის გვერდზე თქვენი Facebook გვერდი.

შემოგთავაზებთ დამატებით სხვა სოციალურ ქსელებზე ინფორმაციას რომელიც პოპულარულია საქართველოში,რაც დაგეხმარებათ თქვენი პროდუქტის და მაღაზიის ცნობადობის ამაღლებაში .

Re: რომელი სოციალური ქსელი გამოვიყენოთ ჩვენი მაღაზიის და პროდუქტისთვის ?

დაიპოსტა: პარ ივნ 16, 2017 7:57 am
by nana123
This article is very interesting.









แทงบอลออนไลน์